25 აგვისტო 2026,   16:27
ვრცლად
ე.წ. ვაკის პარკის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მთავარი გამომძიებლის გამოკითხვით გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ვაკის პარკის საქმე დღეს მთავარი გამომძიებლის გამოკითხვით გაგრძელდება.

ერთ-ერთი დაკავებულის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატის მტკიცებით, აქამდე გამოკითხული ვერც ერთი მოწმე ბრალდებულების დანაშაულს ვერ ადასტურებს.

გასული წლის ოქტომბერში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სულ 10 პირია დაკავებული. მათ ყალბი დოკუმენტების გამოყენებასთან ერთად, სამსახურებრივ გულგრილობასა და უხარისხო სამუშაოების შესრულებას ედავებიან, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები