21 აგვისტო 2026,   14:40
ვრცლად
წყალტუბოში წყალარინების თანამედროვე სტანდარტის გამწმენდი ნაგებობა უკვე ფუნქციონირებს

წყალტუბოში წყალარინების თანამედროვე სტანდარტის გამწმენდი ნაგებობა უკვე ფუნქციონირებს. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) გრანტითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, რასაც, ჯამში, 12 მილიონი ლარი მოხმარდა.

ახალი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით. მდინარეში ჩამდინარე წყალი, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, ბიოლოგიურად გაიწმინდება და გაიფილტრება, რაც გადაჭრის მდინარეების დაბინძურების მრავალწლიან პრობლემას.

იმერეთში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტებიც. სულ, ხორციელდება მილიარდ ლარზე მეტის 20-მდე პროექტი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 90 000 ბენეფიციარი ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით.

წყალტუბოს გამწმენდი ნაგებობა ირაკლი ქარსელაძემ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და „გაერთოანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორ ალექსანდრე თევდორაძესთან ერთად ადგილზე მოინახულა.

დღის ამბები