



Lopota Lake Resort & Spa-მა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2023-ს უმასპინძლა. 2 კვირის განმავლობაში, ქართველმა და უცხოელმა არტისტებმა - მსოფლიოს 9 ქვეყნიდან ახალი ნამუშევრები შექმნეს. ადგილზე, სტუმრების თვალწინ იძერწებოდა და იხატებოდა ახალი კერამიკული ქმნილებები.
სიმპოზიუმის ფარგლებში, ასევე, გაიმართა ვორქშოფები და არტ-თიხით მედიტაცია ღია ცის ქვეშ. ჩატარდა თიხაზე მუშაობისა და თეფშების მოხატვის მასტერკლასები დამწყები კერამიკოსებისთვის. სტუმრები ჩაერთნენ უნიკალურ ვორქშოფში - "საგარ-გამოწვა".
სიმპოზიუმის დასასრულს კი მოწვეულმა არტისტებმა სტუმრებისთვის საკუთარი გამორჩეული ნამუშევრებიც ჩამოიტანეს.
სიმპოზიუმის მიზანს წარმოადგენს ხელოვნების ამ დარგისა და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია.