08 მაისი 2024,   23:46
ვრცლად
ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულთა პროტესტი გრძელდება

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულთა პროტესტი გრძელდება - შეკრებილების განცხადებით, მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება, რის გამოც ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.

აქციის მონაწილეები წლებია პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ და ხელისუფლებისგან საცხოვრებელი სახლის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას, ითხოვენ.

ხელისუფლების მიერ  შეთავაზებული პირობა ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებთათვის მიუღებელია. 
აქციის მონაწილეები გზის გახსნას არ აპირებენ და პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.

ხელისუფლებაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

დღის ამბები