27 აპრილი 2024,   09:07
ვრცლად
თბილისში წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი იმართება

თბილისში წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი იმართება. ღონისძიებას ექსპო ჯორჯიას პავილიონები მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე, საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის.

წელს ფესტივალის ფოკუს ქვეყანა პოლონეთია, რომლის ფარგლებში 20-მდე პოლონელი ავტორი და მკვლევარი მართავს შეხვედრებს. ასევე, უკვე მეორე წელია ფესტივალის სლოგანია "საქართველო მხარს უჭერს უკრაინას".

ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება.

დღის ამბები