24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
როგორ შევქმნათ სტაბილური ფინანსური მომავალი?

 „არასდროს დახარჯოთ დრო და ფული ფუჭად,  პირიქით, გამოიყენეთ ორივე მაქსიმალურად ეფექტიანად!“

ბენჯამინ ფრანკლინი

 თქვენ დგახართ გაბრდღვიალებულ მაღაზიაში და თვალებგაბრწყინებული ბოლო მოდელ აიფონს უყურებთ. ეს არის უახლესი, სულ რამდენიმე კვირის წინ გამოსული მოდელი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სმარტფონისა, რომელზეც ყველა აღტაცებით საუბრობს. თუმცა, თქვენ უცებ გესმით შინაგანი ხმა, რომელიც გეუბნებათ: "ნუთუ ეს ნამდვილად არის ჩემი ფულის საუკეთესო გამოყენება? იქნებ შეიძლება ამ თანხის უფრო გონივრულად დახარჯვა?“

ნაცნობი სიტუაციაა? ასეთი დილემის წინაშე ყოველი ჩვენგანი ყოფილა.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რეალობა ასეთია: გადაწყვეტილებებს, რომლებსაც დღეს ვიღებთ - დიახ, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო გადაწყვეტილებებს - შეიძლება ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა ჩვენს სამომავლო ფინანსურ სტაბილურობაზე. შესაბამისად, რაც უფრო მალე დავიწყებთ დანაზოგის გონივრულ ინვესტირებას, მით უკეთესად ვიქნებით მომავალში. როგორც ალბერტ აინშტაინმა თქვა, "რთული პროცენტი (Compound Interest) მსოფლიოს მერვე საოცრებაა. ვინც ამას გააცნობიერებს, ის მიიღებს რთულ პროცენტს, ვინც არა - ის პროცენტს თვითონ გადაიხდის."

მოდით გავიგოთ, თუ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტირების ადრეულ ასაკში დაწყება და როგორ შეგიძლიათ დღესვე შეუდგეთ გზას ფინანსური თავისუფლებისკენ.

რთული პროცენტის ეფექტი

რთული პროცენტი არის ჯადოსნური კონცეფცია ფინანსურ სამყაროში. ეს არის პროცესი, რომლითაც თქვენს ინვესტიციებზე მიღებული ამონაგები თავად იწყებს პროცენტის გამომუშავებას. დროული ინვესტიციის მთავარი ხიბლი სწორედ ამაშია!

წარმოიდგინეთ პატარა თოვლის გუნდა, რომელიც მთის წვერიდან მოგორავს. რაც უფრო გრძელია მთის კალთა, მით მეტი თოვლი ეკვრება გუნდას და მით უფრო დიდი ხდება ის. ზუსტად ასევეა თქვენი  დანაზოგიც - რაც უფრო დროულად და ადრე დაიწყებთ გონივრულ ინვესტირებას,  მით მეტ სარგებელს მიიღებთ და გაცილებით მოცულობითი იქნება რთული პროცენტის ეფექტი.

ადრე დაწყების ეფექტი: ამბავი ორ ინვესტორზე

ინვესტირების დროულად დაწყების მნიშვნელობის საილუსტრაციოდ, მოდით განვიხილოთ ორი ფიქტიური ინვესტორის შემთხვევა: ადრეული პეტრე და გვიანი პავლე.

პეტრე იწყებს თვეში 200 ლარის ინვესტირებას 25 წლის ასაკში, პავლე კი თვეში 400 ლარის ინვესტირებას - 35 წლის ასაკში. ორივეს საშუალო წლიური სარგებელი 7%-ია. 65 წლის ასაკისთვის, თქვენი აზრით, ვის ექნება მეტი ფული?

მთლიანობაში ნაკლები თანხის ინვესტირების მიუხედავად, პეტრეს გაცილებით მეტი თანხა ექნება დაგროვებული - დაახლოებით 525 ათასი ლარი, პავლეს 367 ათასთან შედარებით. ეს იმიტომ, რომ პეტრეს ფულს გაცილებით მეტი დრო ჰქონდა რთული პროცენტის ეფექტის გამოყენებასა და ზრდისთვის.

ინვესტიცია საკუთარ მომავალში

საინვესტიციო მოგზაურობის დაწყება შესაძლოა რთული გეჩვენოთ, თუმცა სწორი მიდგომის შემთხვევაში პროცესის გამარტივება შესაძლებელია. ინტერნეტში ხელმისაწვდომი უამრავი რესურსების, კვალიფიციური ფინანსური მრჩევლებისა და ახალი საინვესტიციო პლატფორმების პირობებში, ინვესტირების დაწყება ასეთი ადვილი არასდროს ყოფილა.

გახსოვდეთ, რომ არ არის აუცილებელი ინვესტირება დიდი თანხით დაიწყოთ. ყველაზე მთავარი თანმიმდევრულობა და მეთოდურობაა. რეგულარულად ინვესტირებული მცირე თანხაც კი შეიძლება დროთა განმავლობაში თქვენთვის მნიშვნელოვან დოვლათად იქცეს.

დაიწყე დღესვე

წარმოიდგინეთ თქვენი თავი 30 წლის შემდეგ. რა ფინანსურ რჩევას მისცემდით ახალგაზრდა საკუთარ თავს? დიდი ალბათობით, ეს იქნება „დაზოგვისა და ინვესტირების ადრე დაწყება“. მაშინ, რას ელოდებით? დღესვე მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რისთვისაც თქვენი მომავალი თავი მადლობელი დაგრჩებათ.

და ბოლოს, სიამოვნებით მოვისმენთ თქვენგან, რა ფინანსურ რჩევას მისცემდით ახალგაზრდა საკუთარ თავს? გაგვიზიარეთ თქვენი რჩევა!

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიაა. „ფორსაითი“ საქართველოს მოქალაქეებს და უცხოელ ინვესტორებს დანაზოგის/კაპიტალის განთავსების უსაფრთხო და მომგებიან შესაძლებლობებს სთავაზობს.

„ფორსაითის“ შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

 

(R)

დღის ამბები