25 აპრილი 2024,   12:48
ვრცლად
საქართველოში ჩუტყვავილას შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა საგანგაშო მატება არ არის - თამარ გაბუნია

საქართველოში ჩუტყვავილას შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა საგანგაშო მატება არ არის - განცხადებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აკეთებს.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ჩუტყვავილა ძირითადად მცირე ასაკის ბავშვებს აქვთ და მიმდინარეობა არის მსუბუქი. დაფიქსირებულია წითელას ერთეული შემთხვევებიც.

"ამ ეტაპზე ჩუტყვავილას შემთხვევები არის, მაგრამ არ არის მნიშვნელოვანი და უჩვეულო მატება, რაც სხვა დროს ქვეყანაში არ ყოფილა. საყურადღებოა ის, რომ ჩუტყვავილას შემთხვევების უდიდესი ნაწილი მცირე ასაკის ბავშვებში არის მსუბუქი მიმდინარეობის, თუმცა, თუ სიმპტომები არის მკაფიოდ გამოხატული, ოჯახის ექიმი აუცილებლად უნდა ჩაერთოს. ჩუტყვავილას ვაქცინაცია არ შედის რუტინული კალენდრის ფორმატში და ბევრი ქვეყანა ისე, როგორც საქართველო ამას არ მიმართავს," - აცხადებს თამარ გაბუნია.

დღის ამბები