20 აპრილი 2024,   05:52
ვრცლად
ვანო მერაბიშვილმა გამოაცხადოს "ქართულ ოცნებას" ვუჭერ მხარსო და დაგანახებთ რა მხარდაჭერა დაემატება "ნაციონალურ მოძრაობას" და რა დააკლდება "ქართულ ოცნებას" - ნიკა მელია

დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში გრძელდება. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე დავით კეზერაშვილსა და ვანო მერაბიშვილს ღიად აკრიტიკებს.

"ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მოსახლეობა "ნაციონალური მოძრაობის" უკან ისევ იმ ადამიანებს ხედავს, ვის გამოც პარტიამ 2012 წლის არჩევნები წააგო.

"2012 წელს, პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" რეაბილიტირებული თელავი, სიღნაღი, ქუთაისი და ბათუმისთვის, მოდერნიზებული სახელმწიფოსთვის და მზარდი ეკონომიკისთვის არ წაუგია. იმას ვაცნობიერებდი, რომ პარტიამ წააგო გადაჭარბებული ძალმომრეობით. როდესაც შენ გხედავენ და გიყურებენ, რომ რაღაც ფარდის უკან ის ადამიანები არიან, რომელთა გამო შენ მიხვედი და "ქართულ ოცნებას" მიეცი ხმა 2012 წელს და დღეს, შენი თავის გრცხვენია ეს როგორ დაგემართა 2012 წელს, მაგალითად ქალბატონ წულუკიანს ხმა როგორ მივეცი, მაგრამ გეუბნება, რომ იმიტომ მივეცი, რადგან ეს კონკრეტული ადამიანები მართვის სადავეებთან იყვნენ და დღეს, პარტიას მართავენ. შესაძლებლობა რომ იყოს, 3-4 თვის განმავლობაში ვანო მერაბიშვილმა გამოაცხადოს, "ქართულ ოცნებას" ვუჭერ მხარსო და დაგანახებთ რა მხარდაჭერა დაემატება "ნაციონალურ მოძრაობას" და რა დააკლდება "ქართულ ოცნებას". ჩვენ არაერთი პროგრამა გვქონია, ძალიან ნორმალური, კარგი, კვალიფიციური, ძალიან დიდ ნაწილთან საზოგადოების ჩვენი გზავნილი არ მიდიოდა, იგივე მიხეილ სააკაშვილის დროს, ვარშავის გეგმა, მართლაც კვალიფიციური იყო, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილი არც კითხულობდა იმიტომ, რომ იმას აინტერესებდა, რომ მოხვალ დამჩაგრავ, რადგან გამოყოლილი აქვს ეს განცდა და ეს ემოცია", - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები