20 სექტემბერი 2024,   03:51
ვრცლად
ცრუ შეტყოფინებების სერია ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობასთან დაკავშირებით გუშინ "ისთ ფოინთით" დასრულდა

ევაკუაცია სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთში" - ცრუ შეტყოფინებების სერია ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობასთან დაკავშირებით ამით დასრულდა. საინფორმაციო ცენტრში შევიდა შეტყობინება დანაღმვის შესახებ, რის შემდეგაც დაიწყო სრული ევაკუაცია. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. გვიან ღამით კი სავაჭრო ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო სამუშაო დასრულებულია და ობიექტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცრუ შეტყობინებები შევიდა თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის და თელავის საქალაქო სასამართლოებში. ასევე, კერძო სკოლა ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში.

"ისთ ფოინთის" საინფორმაციო მეილზე შემოვიდა შეტყობინება, სადაც დაფიქსირდა ინფორმაცია, რომ სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე იყო ასაფეთქებელი ნივთიერება. ამის საფუძველზე ჩვენ მომენტალურად მოვახდინეთ რეაგირება, მივმართეთ 112-ს. 112 მოვიდა ადგილზე და მათი უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად დავიწყეთ ევაკუაცია. ვფიქრობთ, რომ 10 საათიდან განვაახლებთ ჩვეულებრივ მუშაობას," - აცხადებს სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთის" მარკეტინგის დირექტორი თეიკო ლომინაძე.

დღის ამბები