02 მაისი 2024,   17:08
ვრცლად
ეს აღმაშფოთებელი აქტია, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის ომის სისასტიკეს უკრაინაში - იენ სტოლტენბერგი კახოვკის კაშხლის აფეთქებაზე

ნატო-ს გენერალური მდივანი იენ სტოლტენბერგი, ოკუპანტების მიერ კახოვკის კაშხლის აფეთქებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს აღმაშფოთებელი აქტი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რუსეთის სისასტიკეს.

მისი თქმით, კაშხლის აფეთქებ, ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს უქმნის საფრთხეს.

"კახოვკის კაშხლის აფეთქება ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს საფრთხის ქვეშ აყენებს და დიდ ზიანს აყენებს გარემოს. ეს აღმაშფოთებელი აქტია, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის ომის სისასტიკეს უკრაინაში", - წერს სტოლტენბერგი.

ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა ხერსონში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. ტერიტორიის დატბორვის საშიშროების გამო დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია.

დღის ამბები