15 ნოემბერი 2024,   11:10
ვრცლად
ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ თითოეულ დევნილ ოჯახს შევუქმნათ უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობები - ზურაბ აზარაშვილი

მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალი, გარემონტებული ბინები გადავცეთ საკუთრებაში და დღეიდან 480 დევნილი ღირსეულ პირობებში გააგრძელებს ცხოვრებას, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ქუთაისში განაცხადა, სადაც დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა.

მისივე თქმით, ამ კომპლექსში დასრულების ეტაპზეა კიდევ 2 კორპუსი, რაც ჯამში 320 ბინაა.

"საერთო ჯამში, ამ საცხოვრებელ კომპლექსში 800 დევნილი ოჯახი იცხოვრებს. 2022 წელს, დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 100 მილიონ ლარზე მეტი დავხარჯეთ. გასული წელს 3500-ზე მეტ დევნილს გადაეცა საცხოვრებელი ფართი. წელს 1500-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი ფართი - ეს რიცხვი წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ თითოეულ დევნილ ოჯახს შევუქმნათ უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობები," - განაცხადა აზარაშვილმა.

დღის ამბები