25 აპრილი 2024,   09:14
ვრცლად
"მიგვაჩნია, რომ პროევროპული ძალების ერთიანობა აუცილებელია, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე" - ბადრი ჯაფარიძე

ლევან ხაბეიშვილის ამ ამბიციურ შეთავაზებას, რომ ხელისუფლების დამარცხების გასაღები მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, უკვე რამდენიმე დღეა პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიციის ნაწილი "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებას და ამ ფორმით თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავს. მათ შორის არის "ლელო".

პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ პროევროპული ძალების ერთიანობა აუცილებელია, თუმცა მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე.

"არ ვეთანხმებით ხაბეიშვილის განცხადებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთიანობა აუცილებელია პროევროპული ძალების, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის გარეშე. ჩვენ, როგორც ლელო ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოხდეს პროევროპული პოლიტიკური ძალების კონსოლიდირება, ხელს შევუწყობთ ამას მაქსიმალურად. მიგვაჩნია, რომ ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ დაირღვეს დღევანდელი ორპოლუსიანი, კონტრპროდუქტიული პოლიტიკური სივრცე და ეს გაერთიანება სწორედ ნაციონალური მოძრაობის გარეშე უნდა შეიქმნას. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია," - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

დღის ამბები