27 აპრილი 2024,   00:17
ვრცლად
ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინელებს და უკრაინას ამ საშინელ ომში, ქართველები შევუერთდით ყველა საერთაშორისო სანქციას, რომელიც თქვენ დაუწესეთ რუსეთს - ეკა სეფაშვილი

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომის პირველი სესიის დასრულების შემდეგ შეფასებები კეთდება. პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრის ეკა სეფაშვილის განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და ეწინააღმდეგება რუსეთს.

როგორც ეკა სეფაშვილი განმარტავს, ქვეყანა არის ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს ერთ-ერთი თანასპონსორი სხვა 38 ქვეყანას შორის.

"ევროპული ინტეგრაცია, უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის ნიშნავს იმ ღირებულებების გაზიარებას, რაც ჩვენთვის ისტორიულად ასეთი ბუნებრივი და ორგანულია, ეს არის გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული ღირებულებები და ა.შ. ნება მომეცით მოვიხმო რამდენიმე განცხადება საქართველოს პოზიციის შესახებ საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ.

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინელებს და უკრაინას ამ საშინელ ომში. ჩვენ, ქართველები შევუერთდით ყველა საერთაშორისო სანქციას, რომელიც თქვენ დაუწესეთ რუსეთს.

ჩვენ ვართ თანასპონსორები და ვუერთდებით ყველა საერთაშორისო დეკლარაციას, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას და ეწინააღმდეგება რუსეთს. ჩვენც ვართ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს ერთ-ერთი თანასპონსორი სხვა 38 ქვეყანას შორის,"-აცხადებს ეკა სეფაშვილი.

დღის ამბები