20 სექტემბერი 2024,   03:58
ვრცლად
თსუ-სა და დასაქმების სააგენტო "ეიჩარს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი გაფორმდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების სააგენტო "ეიჩარს" შორის. დოკუმენტი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

სააგენტო თსუ-ს სტუდენტებს ვაკანსიებს შესთავაზებს. დაეხმარება რეზიუმეებისა და სააპლიკაციო ფორმების შევსებაში, ასევე, მათი მონაცემების დასაქმების ბაზაში განთავსებაში. თსუ-ში მოქმედი ყველა პროფესიული პროგრამა, სახელმწიფოს მიერ 100 პროცენტით ფინანსდება. დღეისთვის, თბილისსა და ქუთაისში 8 პროფესიულ პროგრამაზე 400-მდე სტუდენტი სწავლობს.

დღის ამბები