ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებმაც მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ერთობლივი სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულეს.
პროექტის მონაწილე უფროსკლასელებს, სერტიფიკატები გადაეცათ. ჩაუტარდათ კამპუსის ტურიც.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის, თანამშრომლობა 2021 წელს დაიწყო. პარტნიორობა მიზნად, რეგიონის მოსწავლეებისთვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას ისახავს.