04 მაისი 2024,   22:19
ვრცლად
რატომ მოკლა 35 წლის მეზობელი საკუთარი სახლის აივნიდან სანადირო თოფით - ლილოში მომხდარი დანაშაულის ახალი დეტალები

მკვლელობა ლილოს დასახლებაში - ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. როგორც ადგილობრივები "კურიერთან" ყვებიან, 35 წლის შეიარაღებულმა მამაკაცმა საკუთარი სახლის აივნიდან გამვლელ მეზობელს ესროლა. 1947 წელს დაბადებული მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მკვლელობის მოტივზე არაფერი იციან.

"კურიერი" ესაუბრა დაკავებული 35 წლის მამაკაცის დედას, რომელიც სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს. როგორც ბრალდებულის მშობელი ამბობს, მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და დანაშაულის მოტივიც ეს არის.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები