24 აგვისტო 2026,   12:10
ვრცლად
ლაზარე გრიგორიადიდის საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება - სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა

ლაზარე გრიგორიადიდის საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება. დაიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი, ერთ-ერთმა ისაუბრა ექსპერტიზის შედეგებზე, მეორემ კი მარტის მოვლენები გაიხსენა და პროცესები აღწერა.

ცნობისთვის, გამოძიება ამბობს, რომ გრიგორიადისმა შვიდი მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა.

მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

სასამართლო სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. დაკავებულის მხარდამჭერებმა სასამართლოს ეზოში რუბლები დადეს, მანდატურმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. იყო მცირე შეკამათებაც

დღის ამბები