02 მაისი 2024,   05:51
ვრცლად
ბრიუსელში "ევროპალიის" ფარგლებში, საქართველოს საფესტივალო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

ბელგიაში, ბრიუსელში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალ "ევროპალიის" ფარგლებში, საქართველოს საფესტივალო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს "ევროპალიაში." 

"ევროპალიაზე" საქართველოს წარსადგენი საფესტივალო პროგრამა ფესტივალის სამუშაო ჯგუფმა შეადგინა და ფესტივალის მონაწილეებიც სწორედ "ევროპალიის" წარმომადგენლებმა შეარჩიეს. პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა კულტურის სამინისტროც.

"ევროპალია" 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და ღონისძიებები ბელგიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. ოთხი თვის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურა. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, საქართველოს კულტურული მრავალფეროვნება გაიცნონ როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ხელოვნების საშუალებით. ბრიუსელში საზოგადოება ნახავს ორ მასშტაბურ გამოფენას.

ოთხი თვის მანძილზე სხვადასხვა ქალაქსა და საფესტივალო სივრცეში ქართულ ტრადიციულ მუსიკას ევროპელ მსმენელს გააცნობენ საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები.

რაც შეეხება თეატრალურ და საშემსრულებლო ხელოვნებას, "ევროპალიაზე" წარდგება: რეზო გაბრიაძის სახელობის მარიონეტების თეატრი, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, სამეფო უბნის თეატრი და ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები".

ფესტივალზე ნაჩვენები იქნება გენიალური ქართული კინოხელოვნების ნიმუშები. საქართველოს საფესტივალო პროგრამა ასევე მოიცავს ქართველი და ევროპელი ხელოვანების არაერთ ერთობლივ პროექტს.

"ევროპალია" ორ წელიწადში ერთხელ იმართება. კულტურის საერთაშორისო ფესტივალი მოიცავს კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს, რომლებზეც, მულტიდისციპლინური პროგრამების ფარგლებში, წარმოჩნდება სტუმარი ქვეყნების კულტურა და ხელოვნება," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები