დონალდ ტრამპი BBC-ის საკუთარი ოჯახის წევრების დევნაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება ბრიტანულ საზოგადოებრივ მაუწყებელს და ამერიკის პრეზიდენტს შორის მიმდინარე სასამართლო დავას.
ტრამპის იურისტები აცხადებენ, რომ მაუწყებელი დაკითხვის პროცედურას ბოროტად იყენებს და ამ გზით ტრამპის ოჯახის წევრების და მხარდამჭერების შევიწროებას ცდილობს. ცნობილია, რომ BBC-ის იურისტებმა ფლორიდის სასამართლოსგან ტრამპის შვილებისა და სიძის დაკითხვა მოითხოვეს.
გახმაურებული საქმე BBC-ის ეთერში ტრამპის გამოსვლის დამონტაჟებული ვერსიის გაშვებას უკავშირდება. ტრამპის ბრალდებით BBC-მ მისი გამოსვლა დაამონტაჟა და სიტყვა ისე წარმოაჩინა, თითქოს ის მხარდამჭერებს კაპიტოლიუმზე თავდასხმისკენ მოუწოდებდა.
პრეზიდენტმა მაუწყებელს უჩივლა, ცილისწამებაში დაადანაშაულა და 10 მილიარდი დოლარის კომპენსაცია მოითხოვა. საქმის განხილვა ფლორიდაში 2027 წლის თებერვალშია დაგეგმილი.