04 მაისი 2024,   21:13
ვრცლად
გაფიცულ მაღაროელებთან სახალხო დამცველი ჩავიდა

პროტესტის მეათე დღეს გაფიცულ მაღაროელებთან სახალხო დამცველი ჩავიდა. ლევან იოსელიანი გაფიცულებს და მოშიმშილეებს ჭიათურაში შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო. იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ფლობს ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ.

გუშინ მედიატორის ჩართულობით გამართული შეხვედრა გაფიცულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმების გარეშე დასრულდა. აქციის 10 მონაწილე უკვე მე 4 დღეა შიმშილობს. დღეს მათ ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.

დღის ამბები