ყაზბეგში მუსიკის საღამო ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში, ადგილზე მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა, მათ შორის მოეწყო კვებისა და მეწარმეების სივრცეები, ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ფოტოზონა, საბავშვო და სადეგუსტაციო კვების სივრცეები.
გაიმართა მასტერკლასები და ანიმატორების შოუ. ღონისძიება მოწვეული შემსრულებლების კონცერტით დასრულდა. დღეს კი მუსიკალურ საღამოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში თიანეთის მუნიციპალიტეტიც უმასპინძლებს, სადაც აქტივობები 19:00 საათზე დაიწყება და 22:00 საათამდე გაგრძელდება.