03 მაისი 2024,   00:10
ვრცლად
უკრაინის მომავალი ნატოშია, თუმცა ახლა პრიორიტეტი უკრაინის სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაა- იენს სტოლტენბერგი

უკრაინის მომავალი ნატოშია, თუმცა ახლა პრიორიტეტი უკრაინის სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაა,– ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უკრაინის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული გაწევრიანება არ იგეგმება. როგორც ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, როდესაც ეს ომი დასრულდება, იქნება სანდო შეთანხმებები უკრაინის უსაფრთხოებაზე, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს ხელახლა შეიარაღება და თავდასხმა.

დღის ამბები