15 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
ეკონომიკური ფორუმის მასპინძელი თბილისში აზიის განვითარების ბანკია - ფორუმი თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება

4000 სტუმრის მასპინძელი თბილისი მას შემდეგ გახდა, რაც აზიის განვითარების ბანკმა ყოველწლიური შეხვედრა საქართველოში ჩანიშნა. ეს კი პირველად მოხდა. აზიისა და წყნარი ოკეანეთის რეგიონის გარდა შეკრება ევროპისთვისაც საინტერესოა, რადგან საქართველოს, როგორც ორი კონტინენტის დამაკავშირებლის როლს დღევანდელ გეოპოლიტიკაში ინტერესით უყურებენ და მხარსაც აქტიურად უჭერენ. დისკუსიებიც სწორედ შუა დერეფანზე და მის მომავალზე მსჯელობით დაიწყო.

აზიის განვითარების ბანკმა თბილისში 68 ქვეყნის დელეგატს მოუყარა თავი. საკითხები კი, რომლებიც დღის წესრიგში დგას მხოლოდ საფინანსო ინსტიტუციების ოპერირებას არ ეხება, საქმე გაცილებით გლობალურად დგას : კლიმატური ცვლილებები, ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ტრანსფორმაცია თუ სხვა მიმართულებები ძირითადი და პარალელური დისკუსიების საგანი გახდა. პრიორიტეტია განახლებადი ენერგია და ახალი სატრანსპორტო ქსელები.

როგორ შეუძლია ახალმა ფინანსურმა ტექნოლოგიებმა ბიძგი მისცეს შუა დერეფნის განვითარებას. ამ საკითხზე მსჯელობას ცალკე პანელი დაეთმო, რომელშიც ეროვნული ბანკი მონაწილეობდა. ითქვა, რომ დღეისათვის ვაჭრობის, დაფინანსების, გადარიცხვების ინფრასტრუქტურა ბევრისთვის ინტერნეტამდელ ეპოქაში რჩება, შესაბამისად ე.წ. "ფინტეკ" მიმართულების განვითარება საქართველოსთვის დამატებით შესაძლებლობად გამოიყურება . ამ მხრივ თბილისში საკუთარი გამოცდილება აზიამ და ევროპამ ერთდროულად ჩამოიტანა.

აზიის განვითარების ბანკის შეკრებამ სტარტი დღეიდან აიღო, თუმცა ოფიციალური გახსნა 4 მაისსა ჩანიშნული. ამ დღეების მანძილზე თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე 70-მდე პანელური დისკუსია გაიმართება. დასკვნით დღეს, უკვე 5 მაისს კი დრო ცენტრალურ სესიას დაეთმობა.

დღის ამბები