22 აგვისტო 2026,   09:20
ვრცლად
განადგურებულია ათეულობით ცოცხალი ძალა და ტექნიკა - უკრაინული მხარე კონტრშეტევას განაგრძობს

უკრაინული მხარე კონტრშეტევას განაგრძობს. ტავრიის ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების მეთაურის ინფორმაციით, ერთი მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესამჩნევი წარმატება აქვს. ალექსანდრე ტარნავსკი წერს, რომ განადგურებულია ათეულობით ცოცხალი ძალა და ტექნიკა.

აფეთქება იყო კიევში, 16 სართულიან კორპუსში. მომხდარის მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება. უკრაინული მედიის მონაცემებით, განადგურდა რამდენიმე სართული, არიან დაშავებულები.

საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ოლქებში შუაღამისას.
აფეთქებები დაფიქსირდა კრივოი როგში, დაიბომბა ნიკოპოლის რეგიონიც, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები; რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დონეცკზეც.
შეტევა იყო ხარკოვის ოლქზეც, დაიბომბვა სუმიც.

სანქციების ახალი, მე-11 პაკეტი შეათანხმეს ევროკავშირის ქვეყნებმა, რაც რუსეთის მიმართ ადრე შემოღებული შეზღუდვების თავიდან არიდების წინააღმდეგ არის მიმართული. ამავე დროს, იზრდება იმ პირთა და ორგანიზაციათა ჩამონათვალიც, რომელთაც სანქციები შეეხება.

დღის ამბები