მეორე დღეა "ქართული ოცნება" პარტიულ კონფერენციებს კახეთში მართავს. პარტიის ლიდერები ამ წუთებში ლაგოდეხში ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს ხვდებიან, სადაც რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და ბიუროს წევრებს აირჩევენ. მანამდე შეხვედრა ყვარელში გაიმართა, თავმჯდომარედ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი აირჩიეს.
"ავირჩევთ პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებს. ჩვენი პარტიის წევრებთან გვექნება საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ეს არის კონფერენციების მთავარი მიზანი," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე.
დღესვე რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს აირჩევენ გურჯაანშიც. ქვეყნის მასშტაბით "ქართული ოცნება" 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს.
"გვაქვს საუბარი აღნიშნულ გამოწვევებთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებთან, თუ რას ვაკეთებთ და როგორ მიგვაჩნია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. შეხვედრები გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რაიონში და ქალაქში ჩავალთ, შევხვდებით ჩვენს ამომრჩევლებს," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.