02 მაისი 2024,   17:44
ვრცლად
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მთელ პირად შემადგენლობას გილოცავთ სამსახურის დაარსებიდან 29 წლისთავს - გრიგოლ ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მთელ პირად შემადგენლობას, დაარსებიდან 29 წლისთავს ულოცავს.

"მსურს პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო სამსახურის თითოეული თანამშრომლისადმი. სწორედ თქვენი თავდადებული შრომისა და პროფესიონალიზმის შედეგია, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩამოყალიბდა როგორც ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ღირსეული ნაწილი. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და წარმატებას",- აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.

დღის ამბები