27 აპრილი 2024,   12:39
ვრცლად
ახალქალაქი "მუსიკალურ საღამოებს" მასპინძლობს

დღეს, ახალქალაქი "მუსიკალურ საღამოებს" მასპინძლობს. ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება. ცენტრალურ პარკში სამზადისი მიმდინარეობს - მონტაჟდება სცენა, ეწყობა საბავშვო გასართობი სივრცეები და პავილიონები.

ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება და 22:00 საათამდე გაგრძელდება. სტუმრებს ადგილზე დახვდება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, იქნება ქაფის შოუ, ბავშვებისთვის კი სახალისო თამაშები ჩატარდება, პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ. საღამოს კონცერტი დაასრულებს.

დღის ამბები