24 აგვისტო 2026,   12:09
ვრცლად
დაცვის მხარის პოზიცია პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე არსებულ მტკიცებულებებთან - ვაკის პარკში მომხდარი საქმის პროკურორი

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ვაკის პარკის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას ამბობს. პროცესი დასკვნით ეტაპზეა, უახლოეს დღეებში განაჩენი უნდა გამოცხადდეს.

ბრალდებულთა შორის არიან მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე და კომპანია "გრინსერვის პლუსის"ის ხელმძღვანელი.

განსხვავებული მოლოდინები აქვთ დაცვის და ბრალდების მხარეებს, ადვოკატები გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან, პროკურორი კი ამბობს, რომ 9-ვე პირის მიმართ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დაგდეს.

როგორც პროკურორი განმარტავს, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

"გასულ სხდომაზე ჩვენი დასკვნითი სიტყვა წარმოვთქვით, საქმეში არსებული მტკიცებულებები დეტალურად მიმოვიხილეთ. საუბარია, როგორც მოწმეთა ჩვენებებზე, ასევე ექსპერტიზის დასკვნებზე, ამოღებულ დოკუმენტაციაზე, რაშიც იგულისხმება როგორც სატენდერო მასალები, ასევე ხელშეკრულებები და მათი შინაარსი. შესაბამისად, ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებულია და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საფუძველს იძლევა, რომ საქმეზე გამოტანილი იყოს გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას, მათი პოზიციები, რაც სასამართლოზე ჟღერდებოდა, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე არსებულ მტკიცებულებებთან, არ გამომდინარეობს არც ერთი არგუმენტირებული მტკიცებულებიდან, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია, რასაც დასკვნით სიტყვაში წარმოთქვამს, სასამართლოს მხრიდან გაზიარებული არ იქნება", - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

დღის ამბები