20 სექტემბერი 2024,   03:50
ვრცლად
ზრდასრული მამაკაცი 11 წლის ბავშვს აქეზებდა, რომ 9 წლის ბიჭი ეცემა - შსს-მ საქმეზე გამოძიება დაიწყო

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, სავარაუდოდ ბავშვების მიმართ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

"ტვ მონიტორინგის" ინფორმაციით, ზრდასრულმა მამაკაცმა ბავშვები სოფლის ცენტრში აჩხუბა და ვიდეო გადაუღო.

როგორც თვითმხილველები განმარტავენ, მამაკაცი 11 წლის ბავშვს აქეზებდა, რომ 9 წლის ბიჭი ეცემა და მოეკლა. შედეგად მცირეწლოვანმა ბავშვმა, იმდენად მძიმე დაზიანებები მიიღო, რომ ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, როგორც ფერმაში ამბობენ, მამაკაცმა დანაშაული ოჯახებს შორის არსებული დაპირისპირების ნიადაგზე ჩაიდინა.

დღის ამბები