24 აგვისტო 2026,   10:58
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. დღევანდელ პროცესზე, მოსამართლის წინაშე, სამართალდამცველები და ექსპერტები დაიკითხებიან, რომლებიც მოსამართლეს ინფორმაციას, აქციების დროს, განვითარებულ მოვლენებზე მიაწვდიან.

ლაზარე გრიგორიადისს, გამოძიება სხვისი ქონების განადგურებას, პოლიციელებზე თავდასხმას, მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და ეგრეთწოდებული მოლოტოვის კოქტეილების სროლას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას, 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სასამართლოს შენობასთან გრიგორიადისის მხარდამჭერები არიან შეკრებილები.

დღის ამბები