07 მაისი 2024,   04:27
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილის სტუმრობა შიდა ქართლში მასპინძლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა - ენმ-ის თავმჯდომარეს ტერიტორიის დატოვება მოუწია 

მოსახლეობასთან კასპში ჩასულ ლევან ხაბეიშვილს შეხვედრის დატოვება მოუწია, ის პირად ავტომობილამდე შეძახილებით და პროტესტის ფონზე მიაცილეს.

"ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ლიდერს შიდა ქართლში შეკრებილი მოქალაქეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით ერთ-ერთ აქტივისტს თავად ხაბეიშვილმაც მიაყენა სიტყვიერი, შემდეგ კი სხვა პირს ფიზიკური შეურაცხყოფა.

ამის შემდეგ პოლიციამ ხაბეიშვილი ტერიტორიიდან გაარიდა კასპში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივებმა გაიგეს, რომ ლევან ხაბეიშვილი შეხვედრას მართავდა.

ვითარება მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ მომხრეებს თბილისიდან შიდა ქართლში მობილიზაციისკენ მოუწოდა, რასაც უკვე ქვების სროლა და გინება მოჰყვა.

ადგილზე შეკრებილები ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებდნენ და ამბობდნენ, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მათ ქალაქში ჩავლის უფლება არ ჰქონდათ. არასასურველ სტუმარს ამ ფორმით დახვდნენ.

მომხდარმა ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკურ შურისძიებაზე აალაპარაკა და ინციდენტში მმართველი პარტიის ხელწერა ამოიკითხა.

ის ამტკიცებდა, რომ საპენსიო ასაკის დაწევაზე სასაუბროდ ჩასულს, თავს ქართული ოცნების მხარდამჭერები დაესხნენ და შედეგად დაზიანებული პირადი ავტომობილი და გინება მიიღო.

კასპი, სადაც დღეს ვითარება რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა, ხელჩართული დაპირპირების შემდეგ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მხარდამჭერებმა ერთად მალევე დატოვა. მომხდარზე ძალადობისა და ნივთის დაზიანების მუხლებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

დღის ამბები