ამბროლაურში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით "მუსიკალური საღამო" გაიმართა.
დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე დათუნიკა სხირტლაძის სახელობის პარკში, მოწყობილი იყო სხვადასხვა გასართობი სივრცე, პავილიონებში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია.
ღონისძიება ჯგუფი Killage, ანი კეკუა და თიკა მახალდიანის კონცერტით დასრულდა.
ამბროლაურში გამართულ "მუსიკალურ საღამოს" რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე დაესწრო.