19 მაისი 2024,   03:59
ვრცლად
მარელისში მეწყრის ქვეშ მოყოლილი 72 წლის მამაკაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში კინოლოგებიც ჩაერთნენ

უკვე 20 საათია მარელისის რკინიგზის სადგურზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ეძებენ მეწყერში მოყოლილ 72 წლის კაცს, რომელიც ადგილზე დარაჯად მუშაობდა. ძებნაში კინოლოგებიც ჩაერთნენ.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცმა მეწყრული ზონიდან გამოსვლა ვერ მოასწრო და მიწის ქვეშ მოჰყვა.

დღის ამბები