საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ჰოსპიტალში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების პროცესს გაეცნო. ჰოსპიტლის დირექტორმა, მინისტრს სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და სამედიცინო დაწესებულების თანამედროვე აპარატურით აღჭურვის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების კუთხით, აღსანიშნავია ნატო-სა და ევროკავშირის დახმარება. უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურით აღჭურვისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გათვალისწინებულია, დაახლოებით, 35 მილიონი ლარი.