07 ოქტომბერი 2024,   06:13
ვრცლად
თელ-ავივში მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს - დაღუპულია სულ მცირე 5 პირი

ისრაელში, ქალაქ თელ-ავივში, მძღოლი მანქანით ტროტუარზე შევარდა და მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. ამჟამინდელი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მინიმუმ 5 მოქალაქე დაიღუპა. ხელისუფლების მხრიდან ინციდენტი აღიქმება, როგორც ტერორისტული აქტი.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული და დაჭრილ მოქალაქეებს პირველად დახმარებას უწევენ. ერთ-ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ორგანიზაცია "ჰამასმა" საკუთარ თავზე უკვე აიღო.

"თელ-ავივზე გმირული თავდასხმა პირველი პასუხია იმ დანაშაულზე, რომელიც ისრაელს ჩვენი ხალხის წინაშე მიუძღვის," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები