მამის მკვლელობის გამო დაკავებულ ოთარ თევდორაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე, სასამართლო, სავარუდოდ, დღეს იმსჯელებს.
დაკავებულს ბრალი უკვე წარედგინა - მას ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ.
მკვლელობა სამი დღის წინ, გვიან ღამით სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მოხდა. ადვოკატი ამბობს, რომ მის დაცვისქვეშ მყოფს დანაშაულის ჩადენის მომენტი არ ახსოვს.