19 მაისი 2024,   00:54
ვრცლად
რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ირაკლი გვაზავას და კიდევ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ირაკლი გვაზავას, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს, ლევან გიგოლაშვილსა და ინდივიდუალურ მეწარმე გიორგი ყეინაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ხოლო პროკურატურა ბრალდებულების მიმართ პატიმრობას ითხოვდა, რადგან არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. პროკურორის განცხადებით, დაკავებამდე ბრალდებული ირაკლი გვაზავა ტელეფონის გადამალვას ცდილობდა.

დღის ამბები