25 აგვისტო 2026,   16:27
ვრცლად
ერთი საათი განაჩენის გამოცხადებამდე - სასამართლომ, ვაკის პარკის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული 9 პირის მიმართ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

ერთი საათი განაჩენის გამოცხადებამდე - თბილისის საქალაქო სასამართლომ, დღეს, ვაკის პარკის ტრაგედიის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული 9 პირის მიმართ, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მათ შორის არიან, მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე და კომპანია "გრინსერვის +“-ის დირექტორი.

ადვოკატი კახა წერეთელი იმედოვნებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება.

"გიორგი ვახტანგაშვილთან მიმართებით ეს უნდა იყოს გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან ნამდვილად არ გამოკვეთილა სასამართლო განხილვის დროს, რაიმე მტკიცებულება ან სამართლებრივი აქტი, რომლითაც მას, თითქოს ევალებოდა ახალი ექსპერტიზების ჩატარება, რასაც მას ბრალდება ედავება. მსგავსი რამ გამოკვეთილი არ არის. რა განაჩენი დადგება ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ვიმეორებ, რომ მტკიცებულებებიდან გამომდინარე უნდა იყოს გამამართლებელი განაჩენი", - განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილისა და გიგა გიგაშვილის ადვოკატმა კახა წერეთელმა.

შეგახსენებთ, ცალკე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსისა და ერთ-ერთი სპეციალისტის, ასევე შადრევნის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ სამ იურიდიულ პირთან დაკავშირებით.

დღის ამბები