20 სექტემბერი 2024,   01:09
ვრცლად
განათლების მინისტრმა გერმანიის განათლების და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან სამუშაო შეხვედრა გამართა

განათლების მინისტრმა გერმანიის განათლების და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა ქართულ-გერმანული ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

შეხვედრის შემდეგ, სამინისტროში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და გერმანიის კვლევით ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

დღის ამბები