სამართალდამცველებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამართალდამცველებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე, დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულის მიერ მალულად შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება - 109 აბი „პრეგაბალინი".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"- აღნიშნულია განცხადებაში.