26 მაისი 2024,   23:29
ვრცლად
"ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირის დაკავების დეტალები - სად ჩატარდა საპოლიციო ღონისძიებები და როგორია დაკავებულთა პოზიცია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა. შსს-ის ცნობით, ისინი მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. კერძოდ, ერთვებოდნენ დავებში, გადაწყვეტილებებს "ქურდული სამყაროს" წესების შესაბამისად იღებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს თანხის მიტანას, როგორც სიტყვიერად ისე, ძალის გამოყენებით აიძულებდნენ.

საპოლიციო ღონისძიებები თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში ჩატარდა. "კურიერი" ერთ-ერთ მისამართზე იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, საპოლიციო ღონისძიების შესახებ მათ გამთენიისას გაიგეს, თუმცა საქმის დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულების პოზიცია. "კურიერი" ესაუბრა ადვოკატებს, რომლებიც ამ ეტაპზე დაკავებულებს არ შეხვედრიან. დღეს, სავარაუდოდ, დღის ბოლოს მივლენ ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორში და ასევე, არ არის გამორიცხული, დღესვე მოხდეს დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

დღის ამბები