19 მაისი 2024,   04:55
ვრცლად
ნინო ხარატიშვილის რომანის ეკრანიზაციაზე "ოსკარისა" და "ემის" მფლობელი პროდიუსერები იმუშავებენ

ქართველი მწერლის ათასგვერდიანი შედევრი, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო, სცენარად გადაიქცა, ახლა კი მას სერიალად აქცევენ. ნინო ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლით" ამერიკული კინოინდუსტრია დაინტერესდა. საპროდიუსერო კომპანიამ, რომლის 4 ოსკარის მფლობელმა ფილმმა "დასავლეთის ფრონტი უცვლელია", გადაწყვიტა გერმანულენოვანი ქართველი მწერლის რომანის მიხედვით სატელევიზიო სერიალი გადაიღოს.

ნინო ხარატიშვილის რომანზე წერს ამერიკული მედია და მას 21-ე საუკუნის "ომი და მშვიდობადაც" მოიხსენიებს. 2018 წლის გაზაფხულზე ქართველმა მწერალმა წიგნისთვის "მერვე სიცოცხლე" გერმანიაში პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო - ბერტოლდ ბრეხტის პრემია მიიღო. ეპიკური საგა გამოცემიდან მალევე რამდენიმე ქვეყანაში ბესტსელერი დადგა, მოხდა მისი გაცოცხლება თეატრის სცენებზეც, ახლა კი ჰოლივუდური ფილმის დროც დადგა.

The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის რომანის, "მერვე სიცოცხლე (ბრილკას)" მიხედვით სერიალს გადაიღებენ. ცნობილია, რომ სერიალზე All Quiet-ისა და Night Manager-ის, "ოსკარისა" და "ემის" მფლობელი პროდიუსერები იმუშავებენ.

ცნობისთვის, ნინო ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლე" თავდაპირველად გერმანულ ენაზე გამოიცა. ავტორმა ის სწორედ გერმანულად დაწერა. მწერალს არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.

გამოცემის The Hollywood Reporter თანახმად, ნინო ხარატიშვილის რომანის "მერვე სიცოცხლე (ბრილკას)" მიხედვით გადაიღებენ სერიალს. რომანის სატელევიზიო ადაპტაციას პროდიუსერობას გაუწევს The Ink Factory და Amusement Park. სტუდია Amusement Park იყო პროდიუსერი ფილმისა "დასავლეთის ფრონტი უცვლელია", რომელმაც წელს ოთხი ოსკარი მოიპოვა.

"ნინო ხარატიშვილის წიგნი არის დროული, ძლიერი და გამორჩეული ნაწარმოები. გვაქვს პატივი და შესაძლებლობა, გავაკეთოთ მისი ადაპტაცია, მრავალმხრივ ნიჭიერ სალა ლაბერტთან და კოლეგებთან ერთად. სტუდიის The ink Factory თანადამფუძნებლები ხარატიშვილის რომანს მოიხსენიებენ 21-ე საუკუნის „ომსა და მშვიდობად” – „ეს არის 1000- გვერდიანი შედევრი სავსე ტკივილითა და ბედნიერებით, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა ადგილი ბოლო 50 წლის მანძილზე შექმნილ საუკეთესო ნაწარმოებებს შორის”, – ამბობენ ფილმის პროდიუსერები.

"ძალიან მოხარული და მადლიერი ვარ, რომ "მერვე სიცოცხლე" ამ ადამიანების წყალობით შეიძენს ახალ სუნთქვას. მოუთმენლად ველი ჩემი პერსონაჟების ეკრანზე ხილვას. ეს არის არაჩვეულებრივი ოდისეა, რომელსაც დიდხანს ველოდი და ფაქტი, რომ ახლა ის ხორცს ისხამს და არაჩვეულებრივ სარას ნაწარმოები ახალ მედიუმში გადააქვს, მავსებს მომავლის იმედით", – ამბობს ნინო ხარატიშვილი.

ნინო ხარატიშვილის რომანი ოჯახური საგაა, რომელიც მოგვითხრობს ქართული ოჯახის ექვსი თაობის ამბავს, 1900-იანი წლებიდან მეოცე საუკუნის 90-თიან წლებამდე.

დღის ამბები