27 აგვისტო 2026,   15:39
ვრცლად
ე.წ. ქურდული სამყაროს 13 წევრის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული, ე.წ. ქურდული სამყაროს 13 წევრის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი, ფინანსურ სარგებელს უკანონოდ, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერით, წევრობით და მიმართვით ცდილობდა. ფინანსურ დავებს ისინი სატელეფონო მუქარებითა და საქმის გარჩევებით აგვარებენ.

აუდიო მტკიცებულებებში არა ერთი ჩანაწერია, სადაც კონკრეტულ პირებს ფულის მიტანას აიძულებენ. არის თანხის სანაცვლოდ უძრავი ქონების დათმობის ფაქტებიც. საქმეში ფიგურირებენ საზღვარგარეთ მყოფი კანონიერ ქურდებიც.

დღის ამბები