25 აგვისტო 2026,   19:18
ვრცლად
შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. პროცესი დახურული იყო, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება.

40 წლამდე მამაკაცი ორი დღის წინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემზარავი ფაქტის შესახებ მოზარდმა მეგობარს უამბო, რომელმაც საგამოძიებო ორგანოს მიმართა. 13 წლის გოგოს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

მოზარდი ბებიის მეურვეობის ქვეშ ცხოვრობდა. შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამაკაცის წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი.

დღის ამბები