საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე დაკავებულს, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა გამოაცხადა.
პროცესზე ბრალდების მხარე, მამუკა შაქარაშვილის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა იმ მოტივით, რომ არსებობდა ხელახალი დანაშაულის ჩადენის,მ ტკიცებულებების განადგურების და მოწმეების ზემოქმედების საფრთხე. ასევე, პროკურორმა ალექსანდრე ჩხაიძემ განმარტა, რომ ბრალდებული არის ძალადობისკენ მიდრეკილი პირი და ყველა ვიდეო მტკიცებულებებში ჩანს მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები.
რასაც თავად ბრალდებული არ დაეთანხმა. ის არ აღიარებს ძალადობას, მან სხდომაზე განაცხადა,რომ საგარეჯოში დაპირისპირების დროს მედიასაშუალებებმა გამოიწვიეს, რის გამოც თავს დამნაშავედ არ ცნობს და აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.