07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
ჯორჯიის შტატში, სროლის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა

ჯორჯიის შტატის ქალაქ ჰემპტონში, სროლის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 3 მამაკაცი და 1 ქალი მოკლა. ]

ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია, თუმცა ის ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.

ქვეყნის შერიფმა, მოსახლეობას მოუწოდა, რომ ლონგმორის გამოჩენის შემთხვევაში, მას არ მიუახლოვდნენ, რადგან ვარაუდობენ, რომ ის შეიარაღებულია.

ამ დროისთვის უცნობია რა გახდა მკვლელობის მოტივი. სამართალდამცველებმა, ეჭვმიტანილზე ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ჯილდოს სახით 10 000 დოლარი დააწესეს.

დღის ამბები