ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა წალენჯიხის ბაღების 19 თანამშრომლის სარჩელი და მერიას განაცდურის ანაზღაურება, მორალური ზიანისთვის კომპენსაცია და სამსახურში მათი აღდგენა დაავალა.
"მოსამართლემ სამართლიანი განაჩენი გამოიტანა. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ კუთვნილ პოზიციებს. დამატებით, უნდა აგვინაზღაურდეს განაცდური, რაც ოქტომბრიდან გვეკუთვნის და ამასთან, მორალური ზიანიც უნდა აგვინაზღაურონ," - ბაღის პედაგოგი მარიამ ლაგვილავა
ინტერესებს სასამართლოში პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკვშირები იცავდა.
თავის მხრივ, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
"სასამართლო ჯერჯერობით მიმდინარეობს. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ საწყოსი ინსტანცია. ვნახოთ საბოლოო გადაწყვეტილება რა იქნება გამოტანილი. ჩვენ არ ჩაგვბარებია ჯერ არც მათი გადაწყვეტილება და დასაბუთება, ამიტომ შევხედავთ დავის გაგრძელების კუთხით. დიდი ალბათობით, აიპი და არა მერია გააგრძელებს დავას," - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ივანე ბურდული
წალენჯიხის ბაღის თანამშრომლები გასული წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს და პროცესი რეორგანიზაციით ახსნეს - გათავისუფლებული აღმზრდელები პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობდნენ.