გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ოზურგეთში – გენო ჩხაიძის ქუჩაზე გზასთან ერთად მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები. პროექტის ღირებულება მილიონ 250 ათასი ლარია და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდმა და ოზურგეთის მერიამ დააფინანსა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ოზურგეთის მერი მოადგილეებთან ერთად გაეცნო.
ავტორი: მაია გრიგოლია