19 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, გაერთიანებულ სამეფოში, ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დააკავეს

გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, გაერთიანებულ სამეფოში, ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დააკავეს.

ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა, რომელსაც ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს, ქვეყანა თურქეთის გავლით დატოვა და მიმალვაში იმყოფებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 18 მაისს, ქობულეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით მრავლობითი დაზიანება მიაყენა 20 წლის გიორგი ალხანიშვილს, რომელიც გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მან თანმხლებ პირებთან ერთად გვამი დაუსახლებელ ადგილას დამარხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამჟამად საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები არიან სხვა პირებიც.

 

დღის ამბები