რუსთავში ახალი მულტიფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე გაიხსნა. 20 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, სპორტული და საბავშვო მოედნები, საფეხმავლო და ველობილიკები, გარე განათება, სარწყავი სისტემა, მწვანე დასასვენებელი ზონები და სკეიტ პარკი მოეწყო.
პროექტი მოსახლეობის თხოვნით, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. ჭყონდიდელის დასახლებაში გაშენებული ახალი რეკრეაცია, რუსთავის მერმა გახსნა.